Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა შეღავათიანი აგროკრედიტისთვის გამოყოფილი სესხების შესახებ ინფორმაცია


შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013 წელს სულ 111 873 523 ლარის ოდენობის სესხი გაიცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის განკუთვნილი შეღავათიანი აგროკრედიტით 5 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არა უმეტეს 8 %-იანია და ის 5000-დან 100 000 ლარამდე მოცულობისაა. ასევე 366-მა ბენეფიციარმა ისარგებლა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის განკუთვნილი შეღავათიანი აგროკრედიტით და მის ფარგლებში სულ 42 843 283 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გაიცა. სესხის მინიმალური თანხა ამ შემთხვევაში შეადგენს 30 000 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური - 600 000 აშშ დოლარს და გაიცემა არა უმეტეს 84 თვით. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე და არ აღემატება 15%-ს, საიდანაც 12%-ს ფარავს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
XS
SM
MD
LG