Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ერთ თვეში წარმოადგენს ნარკოსტრატეგიის ახალ პროექტს


მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები მიღებული აღარ იქნება, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი განმარტებით, უახლოეს ერთ თვეში მთავრობა წარმოადგენს ნარკოსტრატეგიის ახალი დოკუმენტის პროექტს. სერგეენკოს თქმით, უნდა შეიცვალოს როგორც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისადმი არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება, ისე სააფთიაქო ნარკომანიის მიმართ არსებული, აბსურდამდე მისული ლიბერალური მიდგომა. „იქნება ჰარმონიზებული, სწორი და ლოგიკას დაქვემდებარებული პოლიტიკა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დღეს საღამოს რამდენიმე ქალაქში აქცია გაიმართება.
XS
SM
MD
LG