Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა სამდღიანი მსოფლიო კონგრესი


თბილისში გაიხსნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის სამდღიანი მსოფლიო კონგრესი, რომელსაც საქართველოს შსს მასპინძლობს. კონგრესში მონაწილეობენ ექსპერტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან, საქართველოს და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლები, ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონგრესის გახსნისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა და ამ სფეროში აქტიურად თანამშრომლობს აშშ-თან, ევროკავშირსა და გაეროსთან. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ენდრიუ ვებერის შეფასებით, საქართველო მსგავსი კონგრესის ჩასატარებლად ბუნებრივი ადგილია, რადგან მასობრივი განადგურების იარაღის აღკვეთის, თუ ქიმიური საფრთხეების შემცირების სფეროში რეგიონული ლიდერია. ვებერის განცხადებითვე, აშშ ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებობების შემდგომ გაძლიერებას, რათა ქვეყანამ უკეთ აღკვეთოს ბირთვული კონტრაბადა, უკეთ გაუწიოს მონიტორინგი ინფექციურ დაავადებებს და შეამცირის ბიოლოგიური საფრთხეები. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავის წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში.
XS
SM
MD
LG