Accessibility links

logo-print

დღეს ბერლინში გაიმართება ანგელა მერკელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა


დღეს ბერლინში გაიმართება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რომელზეც განიხილება ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. დღესვე გაიმართება ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციათა გაფართოებული შეხვედრა. ბერლინში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარეს ნორბერტ ლამერტსაც და დაესწრება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრებს საინვესტიციო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გერმანიის ბიზნესსექტორის ასამდე წარმომადგენელი. ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება გერმანია-საქართველოს განსაკუთრებული კულტურული ურთიერთობისადმი მიძღვნილ საღამოს, რომელზეც ის სიტყვით გამოვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან ერთად. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადასცემს მე-18 საუკუნის ორ უნიკალურ გერმანულ წიგნს, რომელიც კიდევ რამდენიმე ათას გამოცემასთან ერთად აღმოაჩინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
XS
SM
MD
LG