Accessibility links

logo-print

დავით ზალკალიანი გამოეხმაურა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს


ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა კლანური დაპირისპირება ე.წ. პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდროდ კოორდინირებულ მოქმედებას, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია. დავით ზალკალიანის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მთავარ წუხილს ის იწვევს, რომ არსებული ვითარება არ შეეხოს ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც გალში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. დავით ზალკალიანის განცხადებითვე, ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება უკანონოა და იქ არჩეულ, თუ დანიშნულ ე.წ. ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.
XS
SM
MD
LG