Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში დაითხოვეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა დათხოვნილად გამოაცხადა ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ადგილობრივი პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ლეონიდ ლაკერბაიას გარდა, მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაგრძობენ. ბგანბას ინფორმაციით, პრემიერის მოვალეობას დროებით შეასრულებს ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა. 1 ივნისს თანამდებობიდან გადადგა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის მიერ 27 მაისიდან დაწყებული საპროტესტო აქციები, რომელთა გამო მოსკოვმა სოხუმში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2014 წლის 24 აგვისტო გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG