Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკთან თავს დაესხნენ უკრაინელ მესაზღვრეებს


უკრაინის ქალაქ ლუგანსკთან რამდენიმე საათია გრძელდება შეტაკება მესაზღვრეებსა და სეპარატისტებს შორის. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, დაიღუპა ხუთი და დაიჭრა რვა მეამბოხე, სამხედრო მოსამსახურეების რიგებში დაჭრილია, სულ ცოტა, 10 ადამიანი. ლუგანსკის განაპირას სეპარატისტებმა წუხელ წამოიწყეს იერიში უკრაინელი მესაზღვრეების წინააღმდეგ. რუსეთის მომხრე მეამბოხეები შეიარაღებული არიან ავტომატური იარაღით, ყუმბარმტყორცნებით და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით. ცნობების თანახმად, ისინი განუყწვეტლივ იღებენ დამატებით ცოცხალ ძალას. მოიერიშეების რიცხვი 400-ს აღწევს. საინფორმაციო სააგენტო "უნიანის" ცნობით, მეამბოხეებმა გზა ჩაუკეტეს სამხედრო შენაერთთან მდებარე შენობაში მცხოვრებ პირებს და სნაიპერები ისვრიან საცხოვრებელი სახლის ფანჯრებიდან.
XS
SM
MD
LG