Accessibility links

logo-print

„გაზპრომმა“ გადაწია უკრაინისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა


რუსეთის მონოპოლისტმა კომპანია „გაზპრომმა“ 9 ივნისამდე გადაუწია უკრაინას გაზის საფასურის გასტუმრების ახალი წესის - წინასწარ გადახდის - ამოქმედება მას შემდეგ, რაც კიევმა ნაწილობრივ დაფარა გაზის ვალი. ამის შესახებ განაცხადა „გაზპრომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსეი მილერმა მას შემდეგ, რაც რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კიევისაგან მიიღო 785 მილიონი დოლარი - ნაწილი ვალისა, რომელიც 5,2-მდე მილიარდ დოლარს შეადგენს. კიევის ამ ნაბიჯის შემდეგ გაიმართება რუსეთისაგან გაზით მომარაგების სფეროში უკრაინის დავალიანების საკითხზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებაზე, რომელიც 2 ივნისს ბრიუსელში იიმართება, გარღვევას მიაღწევენ.
XS
SM
MD
LG