Accessibility links

logo-print

ქაბული: აშშ-ს უპირობოდ უნდა გაეთავისუფლებინა ხუთი თალიბი


ავღანეთის მთავრობის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ თალიბანის ხუთი მაღალი რანგის წევრის გადაცემა კატარისათვის, ამერიკელი ჯარისკაცის, ბოუ ბერგდალის გამოსახსნელად, უპირობოდ უნდა მომხდარიყო. ავღანეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ შეერთებულმა შტატებმა კატარს გადასცა ავღანეთის მოქალაქეები მათი თავისუფლების შესაზღუდად - ეს აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს. გარიგების მიხევდით, ხუთი თალიბი კატარს გადასცეს, სადაც მათ შეეძლებათ თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრება, მაგრამ უსაფრთხოების პირობებში, რათა მათ ვერ შეძლონ შეერთებული შტატებისათვის საზიანო ქმედებების ჩადენა.
XS
SM
MD
LG