Accessibility links

"ცხრა მთას იქით" ცხოვრებას იწყებს


ლევან თუთბერიძე გადაღების დროს

ლევან თუთბერიძე გადაღების დროს

არაერთი ქართველი კინორეჟისორისთვის პრაღა კარგა ხანია, მორიგ ფილმზე მუშაობის ბოლო სადგურად არის ქცეული. გადაღებების დასრულების შემდეგ ბევრი კინემატოგრაფისტი (სხვათა შორის, არა მარტო საქართველოდან) სწორედ ჩეხეთის დედაქალაქში ჩამოდის და აქაურ სპეციალისტებთან ერთად, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით, აკეთებს ხოლმე იმას, რასაც კინოს მუშაკთა ენაზე „პოსტპროდაქშენი“ ჰქვია. ამ რამდენიმე დღის ჩვენი სტუმარი იყო ლევან თუთბერიძე, რომელმაც ეს-ეს არის დაამთავრა მუშაობა თავის მორიგ ფილმზე "ცხრა მთას იქით". რეჟისორთან ერთად ახალი ფილმის პირველ, „სამუშაო“ ჩვენებას დაესწრო დავით კაკაბაძე. ინტერვიუ, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ამ არაოფიციალური პრემიერის შემდეგ შედგა.
XS
SM
MD
LG