Accessibility links

logo-print

აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინაში მეამბოხეების მხარდაჭერაში


აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯეკ ლიუს განცხადებით, რუსეთი განაგრძობს უკრაინაში მეამბოხეების მხარდაჭერას. როგორც მინისტრმა 2 ივნისს ვაშინგტონში განაცხადა, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რუსეთი კვლავინდებურად ატარებს თავის საზღვრებზე იარაღს, ფინანსურ მხარდაჭერას და მებრძოლებს და, ლიუს განცხადებით, კვლავაც გაურკვეველია, როგორი იქნება პრეზიდენტ პუტინის შემდგომი ნაბიჯები. ლიუს ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა თქვა, რომ რუსეთმა ათასობით ჯარისკაცი გაიყვანა უკრაინის საზღვრიდან.
XS
SM
MD
LG