Accessibility links

logo-print

ლუგანსკში აფეთქება მოხდა რეგიონული ადმინისტრაციის შენობაში


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, აფეთქება მოხდა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში, რეგიონული ადმინისტრაციის შენობაში. ლუგანსკი დაპყრობილი აქვთ რუსეთის მომხრე სეპარატისტებს. მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. არ არის დადგენილი არც ის, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. აფეთქებაზე ცნობა გავრცელდა მაშინ, როცა ლუგანსკთან გრძელდება შეტაკება უკრაინელ მესაზღვრეებსა და მეამბოხეებს შორის. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა სეპარატისტებმა წუხელ სცადეს შეჭრა სასაზღვრო შენაერთის ბაზაზე. ცნობების თანახმად, დაიღუპა ხუთი და დაიჭრა რვა სეპარატისტი. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მესაზღვრეების რიგებში დაჭრილია, სულ ცოტა, 10 ადამიანი.. რუსეთის მომხრე მეამბოხეები შეიარაღებული არიან ავტომატური იარაღით, ყუმბარმტყორცნებით და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით. ცნობების თანახმად, მოიერიშეების რიცხვი 400-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG