Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ დაიწუნა რუსეთის რეზოლუციის პროექტი უკრაინაზე


2 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გულგრილად შეხვდნენ რუსეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას შეეხებოდა. აშშ თვალთმაქცობად თვლის რუსეთის წინადადებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის შესახებ - ასეთი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ჯენ პსაკის შეფასება. პსაკის განცხადებით, მსგავსი ინიციატივა რუსეთის მხრიდან თვალთმაქცობაა, რადგან ეს წინადადება გაეროს უშიშროების საბჭოს წარედგინა იმ დროს, როცა უკრაინაში რუსეთიდან შედიან არარეგულარული შეიარაღებული ძალები და უკანონოდ შეაქვთ რუსული იარაღი. გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა იური სერგეევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უშიშროების საბჭოზე წამოყენებული წინადადება არის ცინიკური და ამორალური. გაეროში ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაიალმა დახურული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის წინადადებას მხარი არ დაუჭირა უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ.
XS
SM
MD
LG