Accessibility links

უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება ოპერაცია სეპარატისტების წინააღმდეგ


დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, აეროდრომის რაიონში ბრძოლა მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში იტყობინება, რომ დროდადრო ისმის საარტილერიო ჭურვების აფეთქებებისა და ტყვიამფრქვევების ხმა. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ უკრაინის სამხედროები ესვრიან სეპარატისტების ბლოკ-საგუშაგოს, რომელიც საცხოვრებელი სახლების ახლოს მდებარეობს. „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ბრძოლა მიმდინარეობს აგრეთვე იასნოგორკის დასახლებასთან. მანამდე გავრცელდა ცნობა სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ზოგიერთი ცნობის თანახმად, შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება მეზობელ სლავიანსკში. „ურა-ინფორმის“ ცნობით, სლავიანსკის „სახალხო მერი“ ვიაჩესლავ პონომარიოვი იუწყება ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG