Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართება გიორგი მარგველაშვილისა და დიდიე ბურკჰალტერის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის პრეზიდენტის დიდიე ბურკჰალტერის შეხვედრა და მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის და დიდიე ბურკჰალტერის შეხვედრისას მთავარი საკითხი იქნება საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა და მისი მანდატის გაფართოება. შვეიცარიის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს გასულ საღამოს ესტუმრა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძესაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG