Accessibility links

logo-print

ობამა „წმიდათა წმიდას“ უწოდებს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ვარშავაში ვიზიტისას, „წმიდათა წმიდა“ უწოდა პოლონეთისა და სხვა აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერას. ამ კონტექსტში, ობამამ აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისმა აუცილებელი გახადა პოლონეთში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადებები გააკეთა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ვარშავაში ვიზიტით დაიწყო ოთხდღიანი ევროპული ტურნე. ამ ტურნეს ფარგლებში ის ეწვევა ბელგიას და საფრანგეთსაც. დღეს ის ვარშავაში მართავს შეხვედრებს პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, ხვალ კი შეხვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ რამდენიმე ლიდერს: ეს ლიდერები ვარშავაში იკრიბებიან პოლონეთში პირველი პოსტკომუნისტური არჩევნების ჩატარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით. სტუმრებს შორის იქნება უკრაინის არჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.
XS
SM
MD
LG