Accessibility links

აშშ გამოდის აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვის გაძლიერების ინიციატივით


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოდის ინიციატივით, რომ მილიარდი დოლარი გამოიყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის დამატებითი სამხედრო ძალების განთავსების დასაფინანსებლად. ამ ინიციატივის ფონია კრიზისი უკრაინაში და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ინიციატივა გაზრდიდა ნატოს არაწევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის უნარს, ითანამშრომლონ ვაშინგტონთან და ნატოსთან თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ვაშინგტონის განცხადებით, ობამა აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში შეერთებული შტატების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების გაზრდას.
XS
SM
MD
LG