Accessibility links

თიბილოვი გამოთქვამს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების სურვილს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა 2 ივნისს განაცხადა, რომ, სათანადო დრო როცა დადგება, სამხრეთ ოსეთელი ხალხი უნდა შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. თიბილოვის თქმით, რეგიონისთვის „ინტეგრაცია არის სერიოზული მოსამზადებელი ეტაპი რუსეთთან მიერთების საკითხის გადასაჭრელად“.
XS
SM
MD
LG