Accessibility links

logo-print

რასმუსენი „უპასუხისმგებლოს და უკანონოს“ უწოდებს უკრაინაში რუსეთის ქმედებას


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის „უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები“ სერიოზულ გამოწვევას უქმნის ევროპის ერთიანობას, თავისუფლებასა და მშვიდობას. რასმუსენმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასაწყისში. მინისტერიალზე, რომელზეც ნატოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც არიან მიწვეული, იმსჯელებენ იმის შესახებ, განთავსდეს თუ არა სამხედრო ძალები ნატოს აღმოსავლეთევროპელი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე, რუსეთის ნაბიჯებზე საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG