Accessibility links

logo-print

როგორ იყენებენ ქართული პოლიტიკური პარტიები საერთაშორისო პარტიების წევრობას


ავტორი: თამთა უგულავა

საქართველოში პოლიტიკური პარტიები პიროვნული ამბიციებისა და სოციალური მოთხვნილებების დაკმაყოფილებისთვის არის შექმნილი, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მარგინალიზებულია. ოფიციალურად რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანაებათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს უტოლდება, ეს კი - 4.5 მლნ-იანი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც ერთჯერადად, კონკრეტული არჩევნებისთვის შეიქმნა არასასურველი შედეგის მიღების შემდეგ, არაოფიციალური ლიკვიდაცია გამოაცხადა და პოლიტიკური არენიდან გაუჩინარდა. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც ქართულ პოლიტიკაში არსებულ რთულ სიტუაციას გაუძლეს და ცდილობენ ქვეყნის მართვის სადავეები ერთპიროვნულად ან ნაწილობრივ, კოალიციური მთავრობის ფორმირების შედეგად გადაიბარონ. ასეთები ძირითადად, ფინანსურად ძლიერი და გამოცდილი პარტიები არიან. რამდენიმე მათგანი ცდილობს დაუკავშირდეს მსოფლიო პოლიტიკურ გაერთიენებებს და მათი წევრი გახდეს.
საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე და პოლიტიკური ასოცირების ნაწილში ერთ-ერთი პირველი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და „ევროპის სახალხო პარტია“-სთან თანამშრომლობა დაიწყო. შედეგად, 2008 წელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა.
ევროპის სახალხო პარტია (EPP) წარმოაგენს ევროპის პოლიტიკურ პარტიათა უდიდეს გაერთიანებას, რომელიც 1976 წელს შეიქმნ. იგი აერთიანებს ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის ქრისტიან-დემოკრატიულ და კონსერვატიულ პარტიებს. ევროპის სახალხო პარტიაში ამჟამად გაერთიანებულია ევროპის 39 ქვეყნის 75 პარტია. მის ხელმძღვანელობაში შედიან ევროკავშირის 16 წევრი და 7 არა-წევრი ქვეყნის ლიდერები. მათ შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ევროპის სახალხო პარტია (EPP) მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებში - ევროპული საბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი; აქვს ფრაქციები ევროსაბჭოს, ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეებში.
EPP-სა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (UNM) თანამშრომლობის ფორმა ძალიან საინტერესოა. ევროპის სახალხო პარტიის წევრი პარტიების ლიდერები მუდმივად გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერასა და თანადგომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მტკიცედ იქნა გამოხატული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსმა არა ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, ქვეყნის 20 % ტერიტორიის ოკუპაცია, რაც, მისი თქმით, დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის კავკასიის მთელ რეგიონს და მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში; რადგან „დაუშვებელია თანამედროვე მსოფლიოში ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ოკუპაცია და მისი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მუქარა.“
პარტიული განვითარების დასავლურ მოდელზე მუშაობდა საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელის ლიდერმაც საკუთარი გაერთიანების ევროპულ პარტიულ გაერთიანებებთან ასოცირებისთვის საინტერესო სამუშაოები წამოიწყო.
თავდაპირველად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გახდა საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) წევრი. შემდეგ დაიწყო ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) გაწევრიანების პროცესი. მოძრაობამ მიიღო ევროპის ქრისტიანულ–პოლიტიკური მოძრაობის (ECPM) სრული წევრობის სტატუსი. ქართველმა ქრისტიან-დემოკრატებმა აღმოსავლეთ ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებთან ერთად დააფუძნეს "აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა ასოციაცია" (EECDA). ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა გერმანელ, შვედ, ჰოლანდიელ და პოლონელ ქრისტიან დემოკრატებთან. ამჟამად საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ჰყავს 35 –ზე მეტი პარტნიორი პარტია.
პარტიული ინტეგრაციის გზაზე გამორჩეული იყო 2010 წელი, რადგან საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და ევროპის ბევრი ქვეყნის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების დამეგობრება, სწორედ მაშინ დაიწყო და აქტიურ ფაზაში გადავიდა. 2010 წლის ივნისში საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ვიზიტით ესტუმრნენ ჰოლანდიელ ქრისტიან-დემოკრატებს. ერთი კვირის გამნავლობაში ჰოლანდიელი ქრისტიან–დემოკრატები გამოცდილებას უზიარებდნენ ქართველ კოლეგებს. საფუძველი დაედო ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
საქართველოში, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე მკვეთრად მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტები. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ისტორია, რომელიც საბჭოთა დროიდან მომდინარეობს. საზოგადოების ერთი ნაწილი შიშით უყურებს ასეთი ტიპის გაერთიანებებს, რადგან მათთვის მემარცხენე ძალები კომუნიზმთან და „ბოროტების იმპერია“-სთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, კომუნიზმის ყველაზე მოძულე 90-იან წლებში შეიქმნა, მემარცხენისტული, ლეიბორისტული პარტია, რომელსაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერდა მხარს. მისი შექმა დროული ნაბიჯი იყო და მან მკვეთრად შეუშალა ხელი კომუნისტური ძალების რეგენერაციას. მაგრამ, პოპულიზმმა ეს პარტია კრახამდე მიიყვა და დღეს ძალიან დასუსტებულია.
მემარცხენისტული შიშების მიუხედავად, დღეს კიდევ შეინიშნება ამ ტიპის პარტიების აქტივობები. ახლად შექმნილი „მემარცხენე ალიანსი“ და „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“, პირველს სათავეში უდგას სოსო შატბერაშვილი, ხოლო მეორეს გია ჟორჟოლიანი. ორივე ახლად შექმნილი პარტიაა და მათ არ გააჩნიათ ტერიტორიული ორგანიზაციები. ორივე პარტიის რეიტინგი ამ ეტაპზე ძალიან დაბალია. მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატები 2013 წელს “სოციალისტურ ინტერნაციონალში” გაწვრიანდნენ.
„სოციალისტური ინტერნაციონალი“ სოციალ-დემოკრატიული და ზომიერი სოციალისტური პარტიების მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც შემდეგ პრინციპებს აღიარებს: I _ თავისუფლება - არა მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლებების, არამედ თავისუფლება დისკრიმინაციისგან, თავისუფლება რაიმე სახის დამოკიდებულებისგან წარმოების საშუალებების მფლობელებისგან ან პოლიტიკოსთა მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან; II_ თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა - თანასწორობა არა მხოლოდ კანონის წინაშე, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული თანასწორობა; თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, მათ შორის ფიზიკურად, მენტალურად და სოციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვისაც; III_ სოლიდარობა - ერთობა და თანაგრძნობის გრძნობა უსამართლობისა და უთანასწორობის მხვერპლთა მიმართ. სწორედ ეს ძირითადი იდეალებია ასახული სოციალისტური ინტერნაციონალის პრინციპების დეკლარაციაში.
დღევანდელ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის შანსი ახალი მემარცხენე პარტიის მკაფიოდ წარმოჩენისა. მმართველ კოალიციაში შემავალი ძირითადი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს იდეოლოგიური პლატფორმა გარკვეულწილად მემარცხენე-ცენტირსტულია, თუმცა მმართველ პარტიას გაუჭირდება მკეთრად გამოხატული იდეოლოგიური კურსის გატარება. რამდენიმე თვის წინ, პარტიის იდეოლოგიური შეხედულებების შესახებს, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ თვითონ განაცხადა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG