Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და შვეიცარიამ გააფორმეს შეთანხმება ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ


საქართველომ და შვეიცარიამ გააფორმეს შეთანხმება "ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერმა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ორმხრივი შეთანხმება შექმნის შვეიცარიასთან ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის განვითარებისთვის მყარ იურიდიულ ბაზას, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოში ვიზიტისას, შვეიცარიის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორი მარგველაშვილსაც, მანამდე კი გორის რაიონის სოფელ ერგნეთში გაეცნო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფების მუშაობას. ბურკჰალტერმა განაცხადა აგრეთვე, რომ ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში შვეიცარია ვალდებულებას იღებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებებსა და საჭიროებებზე ორიენტირებაში.
XS
SM
MD
LG