Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა "სირცხვილი" უწოდა სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს


აშშ-მა „სირცხვილი“ უწოდა სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაადანაშაულა იმ ელექტორატის მკვლელობაში, „რომლის წარმომადგენლად და დამცველადაც“ ახლა თავს ასაღებს. სირიაში სამი წელია მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, რომელმაც 160 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა სირიის იმ რეგიონებში, რომლებსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები არ აკონტროლებენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ამ არჩევნებს „ფარსი“ უწოდა. 3 ივნისის არჩევნებში ასადს ოფიციალურად ორი მეტოქე ჰყავდა. ერთზე მეტი კანდიდატის სახელი ბიულეტინზე ისტორიული სიახლე იყო სირიისთვის. ასადის იოლ გამარჯვებაში კი ეჭვი არავის შეპარვია. მან მესამედ მოიპოვა სირიის პრეზიდენტის პოსტზე შვიდი წლით ყოფნის უფლება. 3 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების ხანგრძლიობა რამდენიმე საათით გაზარდეს კიდეც, რაც საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით ახსნა.
XS
SM
MD
LG