Accessibility links

ბრიუსელში იმართება "დიდი შვიდეულის" სამიტი


4-5 ივნისს დაგეგმილ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერები აპირებენ კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი მზადყოფნა რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერებისთვის. სამიტს ბრიუსელში ევროკავშირი მასპინძლობს. თავდაპირველი გეგმით, ის „დიდი რვიანის“ ფორმატში რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში უნდა გამართულიყო. გეგმა მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიცვალა. წინასწარ უცნობია რუსეთის რა ნაბიჯებმა შეიძლება გამოიწვიოს მის მიმართ სანქციების გაძლიერება. ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ბრიუსელში იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG