Accessibility links

ირანის ბირთვულ პროგრამაზე ექსპერტთა მოლაპარაკებები გაიმართება


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა დაიცავს ისლამური რესპუბლიკის უფლებებს ბირთვულ სფეროში და იმუშავებს მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესუსტებაზე. როჰანის რადიკალური ძალები აკრიტიკებდნენ დასავლეთთან ბევრის დათმობაში მცირედის სანაცვლოდ. გასული წლის ნოემბერში მიღწეული შეთანხმებით, ირანმა ეკონომიკური სანქციების შესუსტების სანაცვლოდ ბირთვული აქტივობების შეზღუდვის პირობა დადო. დასავლეთი ირანს ადანაშაულებს ბირთვული პროგრამის ატომური იარაღის დასამზადებლად გამოყენებაში. ირანი უარყოფს ბრალდებას. მომავალი მაღალი დონის მოლაპარაკებები, რომელზეც უნდა დასრულდეს ხანგრძლივ შეთანხმებაზე მუშაობა, მიმდინარე თვეში გაიმართება. ექსპერტების დონეზე შეხვედრა კი 4 ივნისს ვენაშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG