Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პრემიერ-მინისტრი დაესწრება უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას


კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი 7 ივნისს უკრაინას ეწვევა და დაესწრება პრეზიდენტის პოსტზე პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციის ცერემონიალს. ჰარპერმა განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს მთავრობას, რომელიც გარე საფრთხეებისგან მის დაცვას შეძლებს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხის შექმნასა და აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. კანადაში უკრაინული წარმოშობის 1 მილიონზე მეტი პირი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG