Accessibility links

logo-print

აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზში შეხვდებიან ერთმანეთს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს პარიზში შეხვდებიან ერთმანეთს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები უკრაინასა და სირიაში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე იმსჯელებენ. ჯონ კერი საფრანგეთში იქნება აშშ-ის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში და მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 70 წლისთავის აღნიშვნაში.
XS
SM
MD
LG