Accessibility links

logo-print

ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგას შეხვდნენ


ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელ მიხაილო კოვალთან. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ბრიუსელში. ნატოს მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ, კოვალი ჟურნალისტებსაც შეხვდა და განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ საკმაოდ წარმატებულად თვლის, თუმცა, არ დაუსახელებია ოპერაციის დასრულების სავარაუდო თარიღი. მიხაილო კოვალმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალები ცდილობენ იმოქმედონ ისე, რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა და რომ მას არ გააჩნია რაიმე ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. უკრაინელმა გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე შეიარაღებულმა ძალებმა 42 კაცი დაკარგა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრიუსელის შეხვედრაში მონაწილე ნატოს თავდაცვის მინისტრებმა გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის მიმართ.
XS
SM
MD
LG