Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ვერ მეტყვით ვერცერთ დანაპირებს, რომელიც მთავრობამ არ შეასრულა


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ეთანხმება ოპონენტების განცხადებებს, რომ მმართველი კოალიცია მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებებს არ ასრულებს. „ვერ მეტყვით ვერცერთ დანაპირებს, რომელიც მთავრობამ არ შეასრულა და, ამასთან, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ყველა პირობა, რომელიც მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებამდე მივეცით, შესრულდება 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შეფასებით, ის, რაც ხელისუფლებამ 18 თვეში შეძლო, უპრეცედენტოა, რასაც გაკეთებული საქმე ადასტურებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას დაჰპირდა 2016 წლის ბოლომდე მინიმუმ 100 საწარმოს გახსნას, თუმცა წელს სახელმწიფოს დახმარებით 70-ზე მეტი უკვე გაიხსნა.
XS
SM
MD
LG