Accessibility links

logo-print

ბრიუსელში მიმდინარეობს ნატოს მინისტერიალი


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფება ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემებია უკრაინის კრიზისის ფონზე კოლექტიური თავდაცვის შემდგომი ზომები და უელსის სამიტისთვის მზადება. ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე მიმდინარეობს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.
XS
SM
MD
LG