Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამას თქმით, უკრაინის პრეზიდენტად პეტრო პოროშენკოს არჩევა "ბრძნული არჩევანი" იყო


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, უკრაინის პრეზიდენტად პეტრო პოროშენკოს არჩევა "ბრძნული არჩევანი" იყო ქვეყნის სამართავად მის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კრიზისის პირობებში. 4 ივნისს ვარშავაში ობამასა და პოროშენკოს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა ობამამ, ორმა ლიდერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს უკრაინის არმიისა და სამართალდამცველთა გაწვრთნა. საუბარი შეეხო ასევე რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების გზებს. მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მშვიდობის აღდგენისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაზე. პოროშენკომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელისუფლებას კრიზისის დროს დახმარებისთვის. ობამა და პოროშენკო ვარშავაში იმყოფებიან პოლონეთის პირველი დემოკრატიული არჩევნების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG