Accessibility links

რასმუსენმა მაღალი შეფასება მისცა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებს


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენით თქმით, როგორც ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, ავღანეთის ხალხმა მკაფიოდ უთხრა უარი ექსტრემიზმს და აჩვენა, რომ ქვეყნის უშიშროების ძალებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ძალუძთ. „ჩვენ ყველანი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ თითქმის 7 მილიონამდე ადამიანის - ახალგაზრდისა თუ ასაკოვანის - ენთუზიაზმის გამო, რომლებმაც კენჭისყრის პირველ რაუნდში მიიღეს მონაწილეობა. ეს დიდი წარმატება იყო ავღანეთის ხელისუფლებისთვის, მკაფიო უარი ეთქვა თალიბანს, და ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ავღანელი ხალხისთვის.“ ეს განცხადება რასმუსენმა ნატოს მინისტერიალის წინ გააკეთა ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG