Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: "ხალხებსა და ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი"


დღეს პოლონეთის პირველი დემოკრატიული არჩევნების 25-ე წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსვლაში უკრაინის შესახებ საუბრისას თქვა: „ჩვენ ერთად ვართ, ვინაიდან გვჯერა, რომ ხალხებსა და ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი - ეს უკრაინის ხალხსაც ეხება“. მანამდე ობამამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტად პეტრო პოროშენკოს არჩევა ბრძნული არჩევანი იყო ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის პირობებში ქვეყნის სამართავად. 4 ივნისს ვარშავაში ობამასა და პოროშენკოს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა ობამამ, ორმა ლიდერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს უკრაინის არმიისა და სამართალდამცველთა გაწვრთნა. საუბარი შეეხო ასევე რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების გზებს. მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მშვიდობის აღდგენისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. პოროშენკომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელისუფლებას კრიზისის დროს დახმარებისთვის.
XS
SM
MD
LG