Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენის თქმით, რუსეთმაც უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს


დღეს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ილაპარაკა. „ქართველმა ხალხმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზა აირჩია. ეს მისი სუვერენული არჩევანია. ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს. ასევე უნდა მოიქცეს რუსეთიც“. დღესვე ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს, რასმუსენის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის „უკანონო ანექსირება“. მისი სიტყვებით, ამ შეხვედრაზე არ განუხილავთ ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაძლო სამოქმედო გეგმა. რასმუსენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გატარებულ სამხედრო რეფორმებს და თქვა, რომ ის გახდება ნატოს წევრი, თუკი სავალდებულო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. „ნატოში წევრობისთვის კარის შესაღებად მეტია გასაკეთებელი, მაგრამ საქართველომ ნამდვილ წინსვლას მიაღწია და საქართველო სწორ გზას ადგას. ნატოელი მოკავშირეები მიესალმებიან ამ წინსვლას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს რეფორმების კურსს ჩვენ შორის პარტნიორობის გაძლიერებასთან და გაღრმავებასთან ერთად“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
XS
SM
MD
LG