Accessibility links

logo-print

უკრაინა-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმება ივნისის ბოლოსთვის გაფორმდება


ევროკავშირის თავმჯდომარემ, ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ ბლოკი უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოუწერელ ნაწილებს თვის ბოლოსთვის გააფორმებს. 4 ივნისს ბრიუსელში, ვან რუმპემ თქვა, რომ ევროკავშირთან ხელშეკრულების სავაჭრო ნაწილი, რაც დოკუმენტის მთავარი ნაწილია, რაც შეიძლება მალე იქნება ხელმოწერილი, არა უგვიანეს 27 ივნისისა, ევროკავშირის სამიტის ბოლო დღისა. ევროკავშირმა და უკრაინამ ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს ხელი მოაწერეს მარტში, როცა რუსეთის პრეზიდენტმა გააფორმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის, ყირიმის ანექსია. ჰერმან ვან რუმპე საქართველოსა და მოლდავეთსაც შეეხო: „დესტაბილიზაციის საფრთხე ასევე საქართველოს და მოლდავეთს ემუქრება. ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებები ორივესთან გაფორმდება 27 ივნისს, ევროპის საბჭოს შეხვედრამდე“ - განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარემ.
XS
SM
MD
LG