Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ალ-ასადი მესამე ვადით აირჩიეს სირიის პრეზიდენტად


ბაშარ ალ-ასადი კვლავ არჩეულია სირიის პრეზიდენტად. ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა 4 ივნისს გამოაცხადა, რომ ასადმა ამომრჩეველთა ხმების 89% მიიღო და იოლად დაამარცხა დანარჩენი ორი კანდიდატი. ამომრჩეველთა აქტიურობა 73% იყო. სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 3 ივნისს, მხოლოდ იმ რაიონებში, რომლებსაც ასადის არმია აკონტროლებს. ოპოზიციამ დაგმო სამოქალაქო ომის ფონზე ჩატარებული არჩევნები და მას ფარსი უწოდა. სირიის არჩევნები გააკრიტიკა დასავლეთმაც. ლიბანში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ არჩევნებს სირიაში არაფერი შეუცვლია - „კვლავ არსებობს კონფლიქტი, არის ტერორი, კვლავ ხოცავენ ადამიანებს“, - განაცხადა კერიმ. ანალიტიკოსები თვლიან, რომ 3 ივნისის არჩევნებმა გაამყარა ასადის ძალაუფლება და აჩვენა, რომ ის არ აპირებს ძალაუფლების დათმობას.
XS
SM
MD
LG