Accessibility links

პოროშენკო ინაუგურაციის შემდეგ წარმოადგენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმას


უკრაინის პრეზიდენტად არჩეულმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ წარმოადგენს უკრაინაში ვითარების მშვიდობიანად მოწესრიგების გეგმას. პოროშენკოს განცხადებით, გეგმა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ფართო ამნისტიას და ხელისუფლების დეცენტრალიზაციისკენ მიმართულ ზომებს. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელა ვარშავაში აშშ-ის, კანადისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების დროს. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ დისკუსია გაგრძელდება საფრანგეთში, სადაც მსოფლიოს ბევრი ლიდერი შეიკრიბება მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთში არ იგეგმება მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამასთან, პოროშენკო არ გამორიცხავს მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას. უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 ივნისს არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG