Accessibility links

logo-print

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" მოითხოვს ჟურნალისტების დაცვას უკრაინის აღმოსავლეთში


ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ შეშფოთებულია უკრაინის აღმოსავლეთში ჟურნალისტების გატაცების ფაქტებით. უფლებადამცველები მოუწოდებენ რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებს, აგრეთვე უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ ფორმირებებს ხელი შეუწყონ მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას, იმის მიუხედავად - რომელ მედია-საშუალებას წარმოადგენენ ისინი. ორგანიზაციის - „ჟურნალისტები უსაზღვრებოდ“ - ანგარიშში მოხსენიებულია ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი, მათ შორის - 2 ივნისს სიმფეროპოლში ე.წ. „ყირიმის დაცვის“ თანამშრომელთა მიერ „ჟურნალისტური გამოძიების ცენტრის“ ორი წარმომადგენლის - სერგეი მოკრუშკინისა და ვლადლენ მელნიკოვის დაკავება. ისინი ცემეს და წაართვეს ტელეფონები. მოგვიანებით ფორმირების შტაბში მივიდა პოლიცია, ჟურნალისტები განყოფილებაში წაიყვანეს, დაკითხეს და გაათავისუფლეს. 2 ივნისსვე დონეცკში „მაიდნის“ მოწინააღმდეგეებმა დააკავეს გამოცემა „დონბასის“ თანამშრომელი ალექსანდრ ბრიჟი და „ვეჩერნი დონეცკის“ წარმომადგენელი ლეონიდ ლაპა. ორივე ჟურნალისტი ირწმუნება, რომ სეპარატისტები მათგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვდნენ. 10 მაისიდან უცნობია უკრაინელი ჟურნალისტის არტიომ ლარიონოვის ბედი. მისი მეგობრების ინფორმაციით, ის ბოლოს სლავიანსკსა და კრემატორსკს შორის არსებულ სამხედრო ბლოკსაგუშაგოზე ნახეს.
XS
SM
MD
LG