Accessibility links

დიდი შვიდიანის ლიდერები განაგრძობენ ბრიუსელში შეხვედრას


მსოფლიოს წამყვანი შვიდი ინდუსტრიული სახელმწიფოს ლიდერები განაგრძობენ ბრიუსელის ორდღიან სამიტს, რომლის მთავარი თემაც აქამდე უკრაინაში შექმნილი კრიზისი იყო. 5 ივნისის მოლაპარაკება, სავარაუდოდ, კონცენტრირებული იქნება გლობალური ეკონომიკის და ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. 4 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში დიდი შვიდიანის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გააფრთხილეს, რომ მან „უნდა შეწყვიტოს“ რუსეთის მხრიდან უკრაინაში გადადგმული, „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი ნაბიჯები. განცხადების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები გამკაცრდება. თავდაპირველი გეგმით, სამიტისთვის რუსეთს სოჭში უნდა ემასპინძლა, მაგრამ დიდი შვიდიანის ლიდერებმა მოგვიანებით შეხვედრა ბრიუსელში გადაიტანეს და მოსკოვს მიწვევა გაუუქმეს, მარტში ყირიმის ანექსირების გამო. დიდი შვიდიანის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ პუტინთან შესაძლებელი იქნება „კონსტრუქციული“ საუბარი საფრანგეთში, მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიაზე.
XS
SM
MD
LG