Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი საფრანგეთში ჩადის მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიაზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთში ჩადის, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდება და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიაში. საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, პუტინი ოლანდს 5 ივნისს შეხვდება და საკითხების სპექტრს განიხილავს, უკრაინაში შექმნილი ვითარების ჩათვლით. ამასთან, უშაკოვის განცხადებით, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პუტინის ორმხრივი შეხვედრები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, დევიდ კამერონთან და გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან. უშაკოვის თქმით, პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის. საფრანგეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლებლობის გამოჩენის შემთხვევაში ცერემონიაში მონაწილე ყველა ლიდერს გაესაუბრება, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ჩათვლით. ეს პუტინის პირველი ვიზიტია დასავლეთში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მარტში ყირიმის ანექსირება მოახდინა.
XS
SM
MD
LG