Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არჩევნებში ასადმა გაიმარჯვა


ბაშარ ალ-ასადი ხელახლა იქნა არჩეული სირიის პრეზიდენტის პოსტზე. ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა 4 ივნისს განაცხადა, რომ ასადმა ხმების 89 პროცენტამდე მოიპოვა და ადვილად დაამარცხა დანარჩენი ორი კანდიდატი. გავრცელებული მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 73 პროცენტს გაუტოლდა. კენჭისყრა 3 ივნისს გაიმართა მხოლოდ იმ ადგილებში, რომლებსაც ასადის ერთგული ძალები აკონტროლებენ. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე ჩატარებულ არჩევნებს ქვეყნის ოპოზიციამ ფარსი უწოდა. არჩევნებს კრიტიკულად გამოეხმაურნენ დასავლეთის ქვეყნებიც, აშშ-ის ჩათვლით. ლიბანში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, არჩევნებმა სირიაში არაფერი შეცვალაო. „კონფლიქტი იგივეა, ტერორი იგივეა, მკვლელობები იგივეა“ - განაცხადა კერიმ. ანალიტიკოსების განცხადებით, გამარჯვება ასადის პოზიციებს აძლიერებს და დამატებით ადასტურებს, რომ ის ძალაუფლების დათმობას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG