Accessibility links

logo-print

ერაყში ექსტრემისტებმა ქალაქ სამარაზე მიიტანეს იერიში


ერაყის ცენტრში, ბაღდადიდან 125 კილომეტრით მოშორებულ ქალაქ სამარაზე ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ექსტრემისტებმა მიიტანეს მასშტაბური იერიში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. როგორც იუწყებიან, მძიმედ შეიარაღებული მებრძოლები სხვადასხვა მხრიდან გამოჩნდნენ და სამარაში რამდენიმე უბანი დაიკავეს. შეტევა განხორციელდა მანქანებიდან, რომლებიდან ბევრი ანტისარაკეტო იარაღით იყო აღჭურვილი. თვითმხილველთა ცნობით, ქუჩებში გვამები ჩანდა, ბევრი დაჭრილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექსტრემისტების პოზიციების თავზე არმიის ვერტმფრენები დაფრინავდა. სამარის მოსახლეობა დაახლოებით 350,000 ადამიანს უტოლდება. ქალაქში მდებარეობს ოქროს მეჩეთი - შიიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილი. მეჩეთში 12 შიიტი იმამიდან ორის საფლავებია განთავსებული. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული მეამბოხეები სუნიტები არიან.
XS
SM
MD
LG