Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მოსკოვს მოუწოდებს ითანამშრომლოს პეტრო პოროშენკოსთან


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მოსკოვს მოუწოდებს ითანამშრომლოს უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან. მისი თქმით, პოროშენკოს ინაუგურაცია შექმნის საშუალებას, რომელიც რუსეთმა უნდა გამოიყენოს. ობამა ამ განცხადებით ბრიუსელში გამოვიდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ. კამერონის განცხადებით, „უკრაინაში მიმდინარე დესტაბილიზაცია უნდა შეწყდეს“. ბრიუსელში გამართულ სამიტზე შვიდი წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გააფრთხილეს, რომ მან „უნდა შეწყვიტოს“ უკრაინაში რუსეთის მხრიდან გადადგმული, „დესტაბილიზაციის გამომწვევი“ ნაბიჯები და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები გამკაცრდება. სამიტის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, „დიდი შვიდიანი გაერთიანებული ძალებით უმაგრებს ზურგს უკრაინას, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითო“. ბაროზუმ დასძინა, რომ დიდი შვიდიანის ლიდერები ამას პუტინსაც ეტყვიან საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიის კულუარებში.
XS
SM
MD
LG