Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგში დააკავეს პრესის თავისუფლების ცნობილი აქტივისტი


სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში დააკავეს პრესის თავისუფლების სფეროს ცნობილი აქტივისტი, ანა შაროგრადსკაია, რომელიც აშშ-ში მიემგზავრებოდა. 73 წლის შაროგრადსკაია სანკტ-პეტერბურგში რეგიონული პრესის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. მას ინდიანის უნივერსიტეტში უნდა წაეკითხა სალექციო ციკლი, როგორც ამას ბოლო 20 წლის განმავლობაში აკეთებს. შაროგრადსკაია პოლიციამ გააჩერა პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტში და მოახდინა მისი კომპიუტერის და „მემორი სტიკის“ კონფისკაცია. რადიო თავისუფლებისთვის აეროპორტიდან მიცემულ ინტერვიუში შაროგრადსკაიამ განაცხადა, მაცნობეს, რომ ჩემთან გასაუბრება ფედერალური უშიშროების სამსახურის მუშაკებს სურთო. შაროგრადსკაიას ვარაუდით, მისი დაკავება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის განცხადებასთან, რომლითაც მან სანკტ-პეტერბურგის სასამართლოს მიმართა და ითხოვა უკანონოდ ეცნოთ ადგილობრივი პროკურორის გადაწყვეტილება მისი ორგანიზაციის მუშაობის შესწავლის შესახებ. ენჯიოები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, რუსეთში ინტენსიურ ზეწოლას განიცდიან 2012 წლის შემდეგ- როცა მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც მათ იუსტიციის სამინისტროში „უცხოეთის აგენტებად“ უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
XS
SM
MD
LG