Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო შეშფოთებას გამოთქვამს მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარი დაპირისპირების გამო


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეშფოთებას გამოთქვამს მარნეულის საარჩევნო ოლქში ხუთშაბათს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ცესკო აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მხარისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან. ცესკო-ს ეს განცხადება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დაპირისპირებას მარნეულში საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა პროტესტი გამოთქვეს მარნეულში ამ პარტიის გამგებლობის კანდიდატზე, აკმამედ იმამყულიევზე ზეწოლასთან დაკავშირებით და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. ასევე ხუთშაბათს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულში პარტიის გამგებლობის კანდიდატზე ზეწოლასთან დაკავშირებით მიმართა უწყებათაშორის კომისიას.
XS
SM
MD
LG