Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში სასულიერო პირებს დაევალათ ეთნიკური ძალადობის წინააღმდეგ ქადაგება


6 ივნისიდან ყირგიზეთის მუსულმან სასულიერო პირებს დაევალათ ღვთისმსახურება ეთნიკური ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მოწოდებებისთვის გამოიყენონ. ყირგიზეთის დიდი მუფტის 5 ივნისის ბრძანება ავალდებულებს ყველა მუსულმან სასულიერო პირს - 6-დან 13 ივნისის ჩათვლით თავიანთ ქადაგებაში ყურადღება გაამახვილონ ისლამური სწავლების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება სხვადასხვა ეროვნების მუსულმანებს შორის ძმურ ურთიერთბებს. ყირგიზეთის დიდი მუფტის ეს ბრძანება ემთხვევა 4 წლისთავს ოშისა და ჯალალ-აბადის რაიონებში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებებიდან, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG