Accessibility links

მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან ნორმანდიაში


საფრანგეთში, ნორმანდიის ოლქში მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ 6 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნება 70-ე წლისთავს მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეთა ძალების გადასხმიდან. სტუმრებს შორის არიან: რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ლიდერები. დასავლეთი იმედოვნებს, რომ ამ ფორმატში რუსეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციითაც ხელი შეუწყონ უკრაინის კრიზისის გამო შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აპირებს შეეცადოს და ვლადიმირ პუტინს ხელი ჩამოართმევინოს უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის.
XS
SM
MD
LG