Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ოლანდი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შეხვდა


5 ივნისს, პარიზში, ელისეს სასახლეში გაიმართა საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც საათნახევარს გაგრელდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ფრანსუა ოლანდისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებების ძირითადი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარება იყო. სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება, რომ ოლანდმა ხუთშაბათს ორჯერ ისადილა: ჯერ - აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, შემდეგ კი - რუსეთის პრეზიდენტთან. ორივე შემთხვევაში „მთავარი კერძი“ უკრაინა იყო. ოლანდისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ ყოფილა. „ბლუმბერგის“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ბარაკ ობამას გამოუხატავს შეშფოთება რუსეთისთვის ფრანგული შვეულმფრენმზიდების - „მისტრალების“ სამომავლო მიყიდვის გამო. ბარაკ ობამას განცხადებით, ამ გარიგების გაგრძელება იქნება „დაუმსახურებელი ჯილდო რუსეთისთვის, უკრაინაში მისი მოქმედებების ფონზე“. ოლანდმა და ობამამ იმსჯელეს აგრეთვე იმის შესახებ - როგორ გამოიყენონ ნორმანდიაში 6 ივნისისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად.
XS
SM
MD
LG