Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს აშფოთებს ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტის გაუმჭვირვალება


სააგენტო „ფრანს პრესი“ პენტაგონზე დაყრდნობით, იუწყება, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთი საჯარო დოკუმენტებში დაახლოებით მეხუთედით ამცირებს მონაცემებს სამხედრო ხარჯებზე და რომ გასულ წელს ჩინეთმა სამხედრო სფეროზე სინამდვილეში 145 მილიარდი დოლარი დახარჯა. პენტაგონის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013 წელს ჩინეთის სამხედრო ხარჯი მეტი იყო, ვიდრე ოფიციალურად დასახელებული 119,5 მილიარდი დოლარი. აშშ და მისი მოკავშირეები, განსაკუთრებით - იაპონია, გამოხატავენ შეშფოთებას ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტის გაუმჭვირვალების გამო. აშშ-ის მონაცემებით, 2013 წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენდა 69,5 მილიარდ დოლარს, იაპონიის - 56,9 მილიარდს, ინდოეთის - 39,2 მილიარდს, სამხრეთი კორეის კი - 31 მილიარდ დოლარს. ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი ბევრად ჩამოუვარდება აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტს - 495,5 მილიარდ დოლარს. ამ თანხაში შედის ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ხარჯი - 82 მილიარდი დოლარიც.
XS
SM
MD
LG