Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ხვიჩა ყაზაიშვილი


ხვიჩა ყაზაიშვილი
ხვიჩა ყაზაიშვილი
6 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ხვიჩა ყაზაიშვილი, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე სტუდენტური გაერთიანება „მწვანე მუშტის“ ერთ-ერთი წევრი. გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით, ივნისი „მწვანე თვედ“ გამოცხადდა. კამპანიის სლოგანია „ჩემი გარემო“. ამ ინიციატივის მიზანია, შეახსენოს საზოგადოებას, რომ ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის საქმეში, გაუფრთხილდეს პლანეტას და იზრუნოს მსოფლიოს მწვანე და უსაფრთხო მომავალზე. რამდენიმე თვის წინ სტუდენტები გაერთიანდნენ, ჩამოაყალიბეს გარემოს დამცველი გაერთიანება „მწვანე მუშტი“ და მას მერე აქტიურად არიან ჩაბმულები სამოქალაქო აქტივობაში, რომელიც ძირითადად გარემოს დაცვით თემებს ეხება.
please wait

No media source currently available

0:00 0:17:03 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG