Accessibility links

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისს მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რეზოლუციას მხარი 69 ქვეყანამ დაუჭირა 13–ის წინააღმდეგ, 79–მა კი თავი შეიკავა. მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, კუბა, ბირმა, ნაურუ, სირია და ჩრდილოეთი კორეა. ეს უკვე მეშვიდე შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. საქართველო მიიჩნევს, რომ გენერალურ ასამბლეაში ამ რეზოლუციის ყოველწლიურად ინიცირება მიზნად ისახავს საკითხზე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას წლიდან წლამდე. გასულ წელს ანალოგიურ რეზოლუციას მხარი 63–მა ქვეყანამ დაუჭირა 16–ის წინააღმდეგ, 84–მა თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG